ProductDescr

ფუნქციონალური აღწერა

პროგრამა დარიექსი შედგება რამოდენიმე (სხვადასხვა ფუნქციონალურობის) მოდულისგან რომელიც მუშაობს შესაბამისი ლიცენზიის პაკეტის ჩართვის შემთხვევაში. მომხმარებელი თავად ირჩევს მისთვის საჭირო ლიცენზიების პაკეტებს და პროგრამაც შესაბამისად მუშაობს ამ არჩევანის გათვალისწინებით. მომხმარებელს შეუძლია უკვე მუშაობის პროცესში არსებულ პაკეტებს დაუმატოს ახალი ლიცენზიის პაკეტ(ებ)ი და მიმდინარე მონაცემებით განაგრძოს მუშაობა. მაგალითად, როდესაც მომხმარებელს აქვს მინი პაკეტი (მრავალვალუტიანი პაკეტის გარეშე), მაშინ ყველა ფინანსური ოპერაცია სრულდება ბაზურ ვალუტაში და ამის შემდეგ, თუ იგი [მომხმარებელი] მოინდომებს მრავალ ვალუტასთან მუშაობას, ის უბრალოდ ყიდულობს შესაბამის ლიცენზიას და აგრძელებს მუშაობას უკვე მრავალვალუტიანი პროგრამით. 


License







საქონლის სია

დარიექსში სასაქონლო სია მოიცავს ისეთ ველებს როგორიცაა: დასახელება, მოკლე დასახელება, დამატებითი ინფორმაცია, საძიებო კოდი (ავტომატურად ენიჭება პროგრამის მიერ, მაგრამ შეიძლება ხელით შეცვლაც), შტრიხ–კოდი (გამოიყენება შესაბამისი სკანერით საქონლის ასარჩევად ოპერაციებში) და ასევე შტრიხ–კოდების სია რომელიც ამ საქონელს უკავშირდება, მწარმოებლის კოდი და მწარმოებელი, გასაყიდი და შესაძენი ფასი და შესაბამისი ვალუტა, საქონლის ტიპი, ჯგუფი, მინიმალური მარაგი (როგორც მთელ კომპანიის ჭრილში ასევე თვითოეული საწყობის მიმართ), მწარმოებელი ქვეყანა, დღგ–ს კოდი, თვითღირებულების ჩამოწერის მეთოდი, აქციზის id და ფასი, ნედლეული/მასალის და მზა პროდუქციის მოსანიშნი, ა/ფაქტურაში ატვირთვის მოსანიშნი, ერთეულები (ძირითადი, ელ–ზედნადების, ა/ფაქტურის და სხვა დაკავშირებული ერთეულები), სურათები, ვარგისიანობის პერიოდი, წონა ნეტო, წონა ბრუტო, მოცულობა, პასუხისმგებელი პირი, ბაზური ვალუტა მეორე თვითღირებულების აღრიცხვისათვის და სხვა.

 Items


 

 

 

მომწოდებლების და მყიდველების სია

დარიექსში ორგანიზაციების სიის (მყიდველები, მომწოდებლები და სხვა) ფორმირებისათვის საკმაოდ ბევრი ინფორმაციის შეტანაა შესაძლებელი ამა თუ იმ ორგანიზაციის შესახებ. ეს იქნება მისი დასახელება, მოკლე დასახელება, საიდენთიფიკაციო კოდი, საძიებო კოდი, რეგისტრაციის თარიღი, ჯგუფი, სამართლებრივი ფორმა (შპს, ინდ. მეწარმე, სააქციო საზოგადოება და ა.შ.), იურიდიული და ფაქტიური მისამართები ასევე სხვა განუსაზღვრელი რაოდენობის მისამართების ჩამონათვალი, ჯგუფი, საკონტაქტი ინფორმაცია: ტელეფონები, ელ–ფოსტა, ვებ გვერდი, დღგ–ს ტიპი და ა.შ. ასევე შეიძლება ორგანიზაციას მივაბათ საკონტაქტო პირები (ასევე შეუზღუდავი რაოდენობით). პიროვნების საკონტაქტო ინფორმაცია მოიცავს სახელს და გვარს, თანამდებობას, ტელეფონებს, მისამართს, ელ–ფოსტას და ა.შ.), პასუხისმგებელი პირი, საქონლის გასაყიდი ფასის ტიპი, სავაჭრო წერტილების სია.
შესაძლებელია ასევე პროგრამიდან საიდენთიფიკაციო ნომრით შემოსავლების სამსახურის საიტთან დაკავშირება და ორგანიზაციის ინფორმაციის იქიდან ამოღება.

Organization

 


 

 

 

 

 


საქონლის შეძენა და ინვოისის ხარჯები

პროგრამაში შესაძლებელია საქონლის შეძენისას გაწეული პირდაპირი ხარჯების შეტანა რაც გამოიწვევს მათ [ხარჯების] გადანაწილებას შეძენილ საქონელზე, არჩეული "გადანაწილების მეთოდის" მიხედვით და თვითღირებულებაში ასახვას. შესაძლებელია ხარჯის გადანაწილება თანხის, წონა ბრუტოს, წონა ნეტოს ან მოცულობის მიხედვით (იგულისხმება რომ შესაბამისი სიდიდეები დაფიქსირებულია შეძენის ოპერაციაში). ამავე ოპერაციაში შესაძლებელია იმპორტირებული საქონლის დღგ–ს შეტანაც (როდესაც საქონელი შემოდის უცხოეთიდან იმპორტით). "თანხის გადანაწილების" ღილაკით კი შესაძლებელია მონიშნულ საქონელზე გადანაწილდეს შესაბამისად მითითებული თანხა.

InvoiceExpences


 

 

 

 

გასაყიდი ფასის ტიპები

დარიექსში ერთი გასაყიდი ფასის ტიპი ავტომატურად მოყვება სასაქონლო სიას (ძირითადი ფასი) (რომლის გაუქმება შეუძლებელია). თუმცა შესაძლებელია საქონელზე გვქონდეს რამოდენიმე (განუსაზღვრელი რაოდენობის) გასაყიდი ფასები. მათი დამატება ხდება "ფასის ტიპების" სიიდან. 
არსებობს ფასის ტიპის ორი სახეობა: სტანდარტული და დინამიური.
ფასის ტიპებს ასევე შესაძლებელია მიეთითოს ვალუტა (რაც განსაზღვრავს თუ რომელ ვალუტაშია შესაბამისი ფასი).
სტანდარტული ფასის შემთხვევაში ფასები ენიჭება თითოეულ საქონელს და ინახება მონაცემთა ბაზაში.
დინამიური ფასი არ ინახება მონაცემთა ბაზაში არამედ გამოითვლება დინამირად სხვა ფასებზე (როგორც სტანდარტულზე ასევე სხვა დინამიურ ფასებზე და თვითღირებულებაზე) პროცენტული დამოკიდებულებით (თუმცა შესაძლებელია დინამიური ფასის ტიპის შემთხვევაშიც ზოგიერთ საქონელზე სურვილისამებრ დაფიქსირდეს სტანდარტული ფასიც). სტანდარტული ფასი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დინამიური ფასის ფორმირებისთვის. აქვე შესაძლებელია "დამრგვალების მეთოდის": [არ დავამრგვალოთ], [არითმეტიკული], [მხოლოდ ზევით], [მხოლოდ ქვევით] და ასევე დამრგვალების სიდიდის (0.01, 0.05, 0.1, 0.5, 1) მითითება. 

 ItemPriceType

საქონლის გასაყიდი ფასის განსაზღვრის ოპერაციაში შესაძლებელია როგორც თითოეულ საქონელზე კონკრეტულ ერთეულში ფასის განსაზღვრა, ასევე ფორმულის მითითებით პაკეტურად ბევრ საქონელზე (მონიშნული ან არჩეული ნებისმიერი კრიტერიუმით) ავტომატურად გამოთვლა. ფორმულაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას უკვე არსებული სხვადასხვა ფასის ტიპები და არითმეტიკული მოქმედებები (დამატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა და ა.შ.)

 SetItemSalePrice

შესაძლებელია მითითებული გასაყიდი ფასების მიხედვით ანალიზის ჩატარება სპეციალური უწყისის გამოყენებით სადაც პროგრამაში არსებული ორივე თვითღირებულების მიმართ არჩეული გასაყიდი ფასების სრულ ანალიზს ნახავთ, სხვაობებით და პროცენტული დამოკიდებულებებით (ამ უწყისში ნახავთ თითეული საქონლის მიმდინარე ნაშთს, ერთეულის ორივე თვითღირებულებას, არჩეულ გასაყიდ ფასს და სხვაობას გასაყიდ ფასსა და თვითღირებულებებს შორის, ასევე პროცენტულ დამოკიდებულებას და ნაშთს სხვაობით)

SalePriceAnalyse


 

 

 

 

ერთეულების მხარდაჭერა

საქონელზე ძირითადი ერთეულის მცნება;
თითოეულ საქონელზე ინდივიდუალურად ძირითად ერთეულთან ნებისმიერი რაოდენობის ერთეულის დაკავშირება და მათ შორის კავშირის მითითების საშუალება;
საქონლის გასაყიდი ფასი დაკავშირებულ ერთეულში;
ზედნადების ერთეული თითოეული საქონლისათვის (რაც ნიშნავს მითითებულ ერთეულში ზედნადების ატვირთვა/დაბეჭდვას);
გაყიდვის ერთეული (ნაგულისხმევი მნიშვნელობა) და გაყიდვის ოპერაციაში ავტომატურად ამ ერთეულის გამოჩენა; 
სასაქონლო ოპერაციების შესრულების შესაძლებლობა სხვადასხვა ერთეულში (იქვე ოპერაციაში კავშირების მნიშვნელობების ჩვენება):
შეძენა, გაყიდვა, დაბრუნებები, ჩამოწერა, საქონლის გადატანა, წარმოება, გაყიდვა მოლარის/დისტრიბუტორის პანელიდან;
საქონლის ნაშთები/ბრუნვები ძირითად ერთეულში; 
ნაშთების უწყისი გაყიდვის ერთეულში;
ერთეულების გადმოწერის საშუალება შემოსავლების სამსახურის ვებ-სერვისის გამოყენებით;

 Units 

 


 

 

 

 

 

მრავალი საწყობის მხარდაჭერა

ეს ფუნქცია მოიცავს განუსაზღვრელი რაოდენობის საწყობების დამატების საშუალებას. ოპერაციების (შეძენა, გაყიდვა, დაბრუნებები, ჩამოწერა, აღწერა, გაყიდვა მოლარის/დისტრიბუტორის პანელიდან, წარმოება, დაშლა და ა.შ.)  შესრულების შესაძლებლობას სხვადასხვა საწყობში, საწყობებს შორის საქონლის გადატანის ოპერაციას. 
სასაქონლო ზედნადების ბეჭდვა და შემოსავლების სამსახურში ატვირთვა საწყობის (დისტრიბუტორის ბორტის) ნაშთის მიხედვით;
ასევე შესაძლებელია საწყობების დონეზე განისაზღვროს საქონლის უარყოფით ნაშთზე გასვლის კონტროლი;
შედეგების ნახვა სხვადასხვა საწყობების (როგორც ყველა ერთად, ასევე ცალცალკე) ჭრილში: ნაშთები, ბრუნვები;
ყველა საწყობის ნაშთის უწყისი.

Transfer


 

 

 
 
მრავალი ვალუტის მხარდაჭერა

დარიექსი საშუალებას იძლევა საქონლის შეძენა, ინვოისის ხარჯები, გაყიდვა, დაბრუნებები, თანხის შემოსვლა/გასვლის, ვალის გაქვითვის ოპერაციები აწარმოოთ როგორც ბაზურ ვალუტაში, ასევე სხვა ვალუტებშიც. ასევე შეგიძლიათ შეიტანოთ ან პროგრამიდან ავტომატურად ჩამოტვირთოთ ბანკის საიტიდან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის კურსები (როგორც მიმდინარე დღის, ასევე ძველიც დიაპაზონის მითითებით). საქონლის შეძენის და გაყიდვის ფასები არჩეულ ვალუტაში (რაც გულისხმობს რომ პროგრამა ავტომატურად გადაიყვანს ოპერაციაში მითითებული თარიღის მიხედვით დაფიქსირებული კურსით შესაბამის ფასს ოპერაციის ვალუტაში).  ასევე შესაძლებელია ე.წ. 'გაყიდვის კურსის' თანხლება, რაც გულისხმობს ეროვნული ბანკის კურსისგან განსხვავებული კურსის შეტანის და გამოყენების (გაყიდვის ოპერაციაში) შესაძლებლობას. შეძენის, ინვოისის ხარჯების, თანხის შემოსვლა/გასვლის, ვალის გაქვითვის ოპერაციებში (და ასევე სხვა ოპერაციებში) კი შეიძლება ეროვნული ბანკის კურსისგან განსხვავებული კურსის დაფიქსირება თითოეულ ოპერაციაში ინდივიდუალურად.
შესაძლებელია სხვადასხვა სალაროს და ბანკის ანგარიშის აღრიცხვა სხვადასხვა ვალუტაში. 
მომწოდებლებისა და მყიდველების დავალიანებისა და ბრუნვითი უწყისების ნახვა სხვადასხვა ვალუტაში (ნომინალი) და ასავე კროსკურსით ერთ რომელიმე ვალუტაში გადაყვანილი.
პროგრამაში ასევე გათვალისწინებული კურსის მოგვიანებით შეტანის (ან ცვლილების) შემთხვევაში წინა უკვე შესრულებული ოპერაციებში კურსის პაკეტური გადათვლის ოპერაციაც (არ შეეხება ისეთ ოპერაციებს სადაც კურსი დაფიქსირებულია).

Currencies 

 

 

 

დღგ–ს და აქციზის აღრიცხვა

პროგრამაში გათვალისწინებულია დღგ–ს და აქციზის აღრიცხვა. პროგრამის მფლობელ კომპანიას, მყიდველ და გამყიდველ ორგანიზაციას და ასევე საქონელს ეთითება დღგ–ს კოდი, რომელიც განსაზღვრავს ეკუთვნის 18% დღგ, 0% დღგ თუ გათავისუფლებულია და პროგრამაც შესაბამისად არიცხავს დღგ–ს ან არ არიცხავს შესაბამის ოპერაციებს (შეძენა, შეძენილის დაბრუნება, გაყიდვა, გაყიდულის დაბრუნება). საქონელს ასევე ეთითება ეკუთვნის თუ არა აქციზი და შემოსავლების სამსახურიდან ამოღებული სიიდან ეთითება შესაბამისი იდენთიფიკატორი და აქციზის ფასი და ერთეული. ასევე გათვალისწინებულია დღგ ინვოისის ხარჯების შეტანისას (აქვეა იმპორტირებული საქონლის დღგ–ს შეტანის შესაძლებლობა). პროგრამა ასევე შეიცავს წინა, უკვე შესრულებულ ოპერაციებზე დღგ–ს გადათვლის ოპერაციას (დღგ–ს მახასიათებლების შეცვლის შემთხვევაში)

VAT&Excise
დღგ–ს და აქციზის ჯამური სიდიდეების სანახავად მითითებულ პერიოდში გათვალისწინებულია სპეციალური უწყისი, სადაც დაჯამებულია დღგ და აქციზი ოპერაციების მიხედვით.

 VAT&Excise Report


 

 



 

 
მონაცემების იმპორტი ექსელიდან სასტარტო ნაშთის დასმით

პროგრამაში მუშაობის დაწყებისათვის მნიშვნელოვანია სასტარტო მონაცემების შეტანა. ამისათვის გათვალისწინებულია სპეციალური მოდული, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ექსელში წინასწარ მომზადებული (ან სხვა ძველი პროგრამიდან ექსპორტირებული) მონაცემების იმპორტი დარიექსის ბაზაში. როგორც სასაქონლო სიის და მისი რაოდენობრივი ნაშთების (თვითღირებულების გათვალისწინებით და სხვადასხვა საწყობში განაწილებით), ასევე ორგანიზაციების ვალების იმპორტით. შესაძლებელია მყიდველების ვალების იმპორტი დისტრიბუტორების მიხედვითაც. ამ მოდულით შესაძლებელია ნებისმიერი ველის იმპორტი შესაბამის დანიშნულების ცხრილში (თუ რომელი 'წყაროს' ველი რომელ 'დანიშნულების' ველს მიენიჭოს ამას განსაზღვრავს თვითონ მომხმარებელი იმპორტისას).
თუმცა სასტარტო ნაშთის დასმა საქონელზე, მყიდველზე და მომწოდებელზე შესაძლებელია იმპორტის გარეშეც მოხდეს ამისათვის შექმნილი სპეციალური ეკრანების დახმარებით.

dataImport


 



თვითღირებულების ავტომატური დათვლა სხვადასხვა მეთოდებით

საქონლის თვითღირებულების დათვლას დარიექსი აწარმოებს ავტომატურად ოპერაციების შესაბამისად ბაზურ ვალუტაში. საქონლის ჩამოწერისას თვითღირებულების დათვლისათვის გამოყენებულია მეთოდები: FIFO (First In, First Out) და საშუალო შეწონილი. ეს შესაძლებელია განისაზღვროს თითოეული საქონლისათვის ინდივიდუალურად. მითითებული მეთოდის მიხედვით პროგრამა ავტომატურად ითვლის თითოეული საქონლისათვის თვითღირებულებას (გაყიდვისას, ჩამოწერისას, შეძენილის დაბრუნებისას, გაყიდულის დაბრუნებისას,  წარმოებული ნედლეულის ჩამოწერისას და ა.შ.) და შესაბამისად გამოითვლის ფასთა სხვაობასაც. პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია თვითღირებულების გადათვლის ფუნქცია (როდესაც ოპეაციების კორექტირება ხდება წინა თარიღში), როგორც ყველა საქონელზე ასევე კონკრეტულ ამორჩეულ საქონლებზე.

PrimeCost


 

 

 

ფულადი სახსრები (მრავალი სალაროს და საბანკო ანგარიშის თანხლება)

დარიექსში შესაძლიათ აღრიცხოთ კომპანიის სალაროები და საბანკო ანგარიშები. თითოეული სალარო ან საბანკო ანგარიში განსაზღვრულია ერთ კონკრეტულ ვალუტაში. სალოროს და ბანკის ანგარიშების გამოყენებით პროგრამაში შესაძლებელია ნაღდი და უნაღდო ფულადი სახსრების შემოსვლების და გასვლების დაფიქსირება სალაროების და საბანკო ანგარიშების მიხედვით. ასევე შესაძლებელია თანხის მოძრაობა სალაროებს, საბანკო ანგარიშებსა და სალაროსა და საბანკო ანგარიშებს შორის პროგრამაში არსებული სპეციალური ოპერაციებით. 
შესაბამისად შესაძლებელია ფულადი სახსრების მოძრაობების ანალიზი სალაროების და საბანკო ანგარიშებს მიხედვით სხვადასხვა პერიოდში ბრუნვების, ნაშთების და ბარათის სახით.

CashFlow


 

 

შემოსავლების სამსახურთან კავშირი

პროგრამაში მრავალმხრივი მიმართულებით ინტეგრირებულია ინსტრუმენტები შემოსავლების სამსახურის პორტალთან (rs.ge) კავშირისათვის. ამ მიმართულებით პროგრამიდან შესაძლებელია შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ელექტრონული დეკლარირების მომხმარებლის მიხედვით სერვისის მომხმარებლების მართვა (მომხმარებლის ინფორმაციის კორექტირება, სიის ნახვა და ა.შ.);
ელექტრონული ზედნადებების ატვირთვა შესაბამისი სტატუსით (შენახვა/გააქტიურება/დასრულება);
ზედნადების კორექტირება საიტზე (ხელახალი ატვირთვის საშუალებით წაშლის გარეშე. უბრალოდ იგივე ზედნადებს პროგრამიდან ხელახლა ატვირთავთ და შემოსავლების სამსახურის პორტალზე ავტომატურად მოხდება კორექტირება);
სტატუსის და ნომრის ჩამოტვირთვა (იმ შემთხვევაში თუ საიტზე შეიცვალა);
ელ. ზედნადების ატვირთვისას აუცილებელი მნიშვნელობების ავტომატურად შევსება დარიექსის მონაცემთა ბაზიდან (გამყიდველის და მყიდველის საიდენთიფიკაციო ნომრის და დასახელების, სატრანსპორტო საშუალებების, მძღოლების, ტრანსპორტირების დაწყება/დამთავრების ადგილის, გამგზავნის და მიმღების დასახელებების);
დისტრიბუციის წესით ზედნადებების ატვირთვა (მთავარი ზედნადები) და გაყიდვისას ქვე–ზედნადებად გაყიდვის ოპერაციის მიბმა და შესაბამისად ატვირთვა (ასევე შედარების უწყისი);
შიდა გადაზიდვის და დაბრუნების ზედნადების ატვირთვა (შესაბამისი ინფორმაციის მითითებით);
ელ. ზედნადების დახურვის და წაშლის ფუნქციები.


rs upload

ნებისმიერი დიაპაზონის ჭრილში მყიდველის მხარის და ასევე გამყიდველის მხარის ელ.ზედნადებების პაკეტურად ჩამოტვირთვის შესაძლებლობა და ავტომატურად შესაბამისი გაყიდვის ან შეძენის ოპერაციის გაკეთება;
ჩამოტვირთვის წინ მძღოლის, მანქანის, ზედნადების ტიპის და სტატუსის ფილტრის მითითების საშუალება; საქონლის იდენთიფიკაციის ველის მითითების საშუალება (კოდი, შტრიხკოდი, დასახელება); დარიექსის ბაზაში უკვე მიღებული ელ.ზედნადებების გამოტოვების და ასევე ჯამური თანხის შედარების ფუნქცია; 
საქონლის და ორგანიზაციების ავტომატურად შექმნის შესაძლებლობა იმპორტისას (ამასთანავე ორგანიზაციის შექმნისას საიდენთიფიკაციო ნომრის მიხედვით შემოსავლების სამსახურის ბაზიდან ავტომატურად ორგანიზაციის რეკვიზიტების ამოღების შესაძლებლობა). შეძენილი 
ასევე შეიძლება საიტზე უკვე არსებული ზედნადების დაკავშირება დარიექსში არსებულ ოპერაციასთან.
საიტზე არსებული ქვე–ზედნადების, შეძენილი და გაყიდულის დაბრუნებების და შიდა გადაზიდვის ზედნადებების პაკეტური ჩამოტვირთვა პროგრამაში, რომელიც ავტომატურად შექმნის შესაბამის ოპერაციებს დარიექსის ბაზაში.

rs download

ასევე შესაძლებელია დარიექსის ბაზაში არსებული ოპერაციების მონიშვნით პაკეტურად შედარება შემოსავლების სამსახურის საიტზე არსებულ ინფორმაციასთან 
ეს ფუნქცია ადარებს დარიექსის ბაზის და შესაბამისი შემოსავლების სამსახურის საიტზე არსებული ზედნადების საქონლის ჩამონათვალს, თითოეული საქონლის რაოდენობას, ერთეულს, ფასს და ჯამურ თანხას და ვიზუალურად აჩვენებს განსხვავებებს.

rs Compare

ასევე გათვალისწინებულია:
საგადასახადო ა/ფაქტურის ატვირთვა/გადაგზავნა მყიდველის მხარეს;
რამდენიმე ა/ფაქტურის (მონიშნულების) ერთად ატვირთვა;
ერთი მყიდველის რამდენიმე ა/ფაქტურის გაერთიანება და ისე ატვირთვა;
ა/ფაქტურის სტატუსის და ინფორმაციის ჩამოტვირთვა და დარიექსის ბაზაში დამახსოვრება;







 

 

მყიდველის შეკვეთები/ მომწოდებელთან შეკვეთები

დარიექსში გათვალისწინებულია შეკვეთების მიღების, დამუშავების და შესრულების ფუნქციაც. მყიდველისგან მიღებულ და ასევე მომწოდებლთან დაფორმირებულ შეკვეთას აქვს სტატუსის ველი (შეთანხმებული, არაა შეთანხმებული, დახურული, გაუქმებული), ასევე საქონლის რეზერვირების დროშა. რაც ნიშნავს რომ შეკვეთილი საქონელი შესაძლებელია (მყიდველის მოთხოვნის მიხედვით) დარეზერვირდეს და მისი გაყიდვა ან ჩამოწერა ვერ მოხდეს ამ შეკვეთის შესრულების გარეშე, ხოლო მომწოდებელთან შეკვეთის შემთხვევაში კი ამ საქონელზე მოხდეს მყიდველის შეკვეთის მიღება (ანუ საქონელი რომელიც გზაშია შესაძლებელია მყიდველის მიერ მიღებულ შეკვეთაში გავითვალისწინოთ). ასევე შესაძლებელია შეკვეთების პაკეტურად ავტომატური შესრულება (ანუ შესაბამისი გაყიდვის ან შეძენის ოპერაციის დაფორმირება) შემოსავლების სამსახურში ატვირთვა და შესაბამისად რეზერვირების მოხსნაც, ასევე ერთ შეკვეთაზე რამდენიმე გაყიდვის/შეძენის ოპერაციის დაკავშირება (შეკვეთის ნაწილნაწილ შესრულებისთვის). ხოლო ანალიზის ნაწილში გათვალისწინებულია შესაბამისი ნაშთების უწყისი, რომელიც გვიჩვენებს ნებისმიერი თარიღისათვის საქონლის დარეზერვირებულ და შეკვეთილ რაოდენობებს. ასევე შესაძლებელია შეკვეთის ოპერაციის საფუძველზე პროფორმა ინვოისის ფორმის დაბეჭდვაც.
ProformaInvoice



 




მყიდველთან/მომწოდებელთან ოპერაციების აღრიცხვა და შემდგომი ანალიზი სავაჭრო წერტილების/მისამართების მიხედვით

ორგანიზაციებზე შესაძლებელია მათი სავაჭრო წერტილების/მისამართების მითითება (განუსაზღვრელი რაოდენობით). შემდგომში კი მყიდველების/მომწოდებლების სავაჭრო წერტილების მიხედვით გაყიდვის, შეძენის, გაყიდულის დაბრუნების, შეძენილის დაბრუნების, ანგარიშსწორების, ვალის გაქვითვის (გადაფასების), სასტარტო ნაშთების დასმის ოპერაციების შესრულება; შემდგომ ამის მიხედვით ანალიზი (მყიდველის/მომწოდებლის ნაშთები, ბრუნვები, მყიდველის/მომწოდებლის ბარათში დავალიანების ჩვენება სავაჭრო წერტილის მიხედვით)

 OrganizationAddresses


 

 


 

 

მოლარის/დისტრიბუტორის პანელი

თანამშრომლების და მოლარეების სია;
მოლარის/დისტრიბუტორის პანელი: საქონლის გაყიდვა/დაბრუნება/შეკვეთის მიღება; ამ პანელიდან შესრულებული ოპერაციების სიის ნახვა.
გაყიდვების/დაბრუნებების ნახვა მოლარეების მიხედვით (საჭიროებისამებრ მათი წაშლა/კორექტირების შესაძლებლობა);
ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება (სალაროს/ბანკის მითითებით); ასევე კომბინირებული ანგარიშსწორება (ანუ ერთი ჩეკის ჭრილში როგორც ნაღდი ისე უნაღდო ანგარიშსწორების შესაძლებლობა);
თანხის შემოსვლა/გასვლა პირდაპირ მოლარის/დისტრიბუტორის პანელიდან;
მყიდველის მითითების საშუალება;
შტრიხ–კოდ სკანერით მუშაობის მხარდაჭერა და სალარო აპარატზე ავტომატურად ჩეკის დაბეჭდვა (საქონლის ჩამონათვალით ან მის გარეშე), ასევე სურვილისამებრ წინასწარ აწყობილი შაბლონის მიხედვით შესრულებული ოპერაციის შედეგის თერმულ პრინტერზე დაბეჭდვის შესაძლებლობა;
Z-რეპორტის და X-რეპორტის ამობეჭდვა;
ნებისმიერი რაოდენობის ოპერაციის გადადება და შემდეგ გადადებულის ჩატვირთვა უკან მოლარის/დისტრიბუტორის პანელში;
საქონლის არჩევის სხვადახვა მეთოდები: შტრიხ–კოდ სკანერით, პირდაპირ სიაში საქონლის ჩამოშლადი სიიდან არჩევით, კოდის/შტრიხ–კოდის პირდაპირ შეტანით სიაში, სპეციალური კატალოგიდან არჩევით (სადაც გამოტანილია მთელი საქონლის სია თავისი მახასიათებლებით, გასაყიდი ფასებით და ნაშთებით), მალსახმობის პანელიდან ვიზუალურად სურათების მიხედვით.

 CR

საქონლის ასარჩევი მალსახმობიდან ან კატალოგიდან.

CR2 








 

 

შტრიხ–კოდ სკანერის გამოყენება

დარიექსში შტრიხ–კოდ სკანერით მუშაობის გასამარტივებლად გათვალისწინებულია შემდეგი:
შესაძლებელია შტრიხ–კოდ სკანერისათვის კოდის პრეფიქსის და სუფიქსის დაყენება, რაც ძალზედ აადვილებს სკანირების პროცესს, ვინაიდან არ არის საჭირო სკანირებისას სპეციალურ ველზე დაყენება.
BarcodeScanner

ასევე შესაძლებელია შტრიხ–კოდი გამოყენებული იქნას ელექტრონული სასწორით საქონლის გაყიდვისათვის. ამისათვის დარიექსში გათვალისწინებულია შემდეგი რამ:
პარამეტრებში შტრიხ–კოდ სკანერის შაბლონის მითითების საშუალება სადაც შესაძლებელია განისაზღვროს შაბლონის პრეფიქსი, საქონლის ნაწილი, ფასი ან წონა (თავისი მთელი და წილადი ნაწილებით), საკონტროლო თანრიგები.
BarcodeScale

 
ხოლო საქონლის სიაში გათვალისწინებულია მოსანიშნი "გავაექსპორტოთ ელექტრონული სასწორისათვის" და შესაბამისი ღილაკი რომელიც შეავსებს წინასწარ მითითებულ მარშრუტში სასწორის ფაილს ექსპორტის შაბლონის მიხედვით. შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის სასწორების მითითებაც და მათთვის შესაბამისი შაბლონის და საექსპორტო ფაილის მარშრუტის განსაზღვრაც.

 ItemsForEScale

 ასევე არის შესაძლებლობა ერთ საქონელს მიეთითოს რამოდენიმე შტრიხ–კოდი თავისი ერთეულებით; შესაძლებელია ავტომატურად (პარამეტრებში განსაზღვრული პრეფიქსის გათვალისწინებით) პროგრამამ დააფორმიროს უნიკალური შტრიხ–კოდი; ასევე შესაძლებელია ამ შტრიხ–კოდების დაბეჭდვა შესაბამის პრინტერზე ეტიკეტების სტილში (რომელიც ასევე შეიძლება აიწყოს მომხმარებლის სურვილისამებრ სპეციალურ შაბლონის გამოყენებით)





 



 

სალარო აპარატთან კავშირი
DaisyExpert2DaisyPerfect

პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია სალარო აპარატთან (Daisy eXpert და Daisy PERFECT S) კავშირი. თუ შესაბამის პარამეტრებში ჩართულია სალარო აპარატზე ბეჭდვა, მაშინ პროგრამა გაყიდვის ოპერაციის დასრულებისთანავე ავტომატურად ამობეჭდავს შესაბამის ჩეკს სალარო აპარატზე. შესაძლებელია ასევე ჩართოთ ჩეკზე გაყიდული საქონლის ჩამონათვალის ბეჭდვის ოფცია (რაც დამატებითი ჩეკის დაბეჭდვას აგაცილებთ თავიდან და ასევე შეიძლება ასეთი ჩეკი, რომელზედაც გაყიდული საქონელი, რაოდენობა და ფასია დაბეჭდილი, გამოიყენოთ დაბრუნებისას, როდესაც გინდათ დაადგინოთ მომხმარებელმა მართლა ეს საქონელი შეიძინა თუ არა). პროგრამა ჩეკის დაბეჭდვის შემდეგ იღებს მის ნომერს (ჩეკის ნომერი) და ინახავს გაყიდვის ოპერაციასთან ერთად, ასე რომ შესაძლებელია შემდგომში დაადგინოთ თუ რომელმა ოპერაციამ რომელი ნომრის ჩეკი დაბეჭდა. ასევე შესაძლებელია სურვილისამებრ თქვენი კომპანიის ლოგოს, მისამართის და სლოგანის დაბეჭდვაც ჩეკში. გათვალისწინებულია X და Z რეპორტების ბეჭდვა პირდაპირ პროგრამიდან. ასევე შესაძლებელია ჩართოთ რეჟიმი სალარო აპარატის ჩეკის დაბეჭდვა უნაღდო ანგარიშსწორების დროს. პროგრამაში გათვალისწინებულია დაბეჭდილი ჩეკების სპეციალური ჟურნალი, სადაც ჩანს ყველა დაბეჭდილი ჩეკის თარიღი (მათ შორის X და Z რეპორტების ბეჭდვის)

 DaisyeXpert


 

 

წარმოება

დარიექსში საქონლის წარმოების მოდული მოიცავს შემდეგ ფუნქციებს:
კალკულაციების მართვა (დამატება/კორექტირება/წაშლა);
კალკულაცია წარმოადგენს მზა პროდუქციის აწყობის ან დაშლის რეცეპტის აღწერას და გულისხმობს თუ რა რაოდენობის მზა პროდუქციის აწყობას (დამზადებას)/დაშლას, რომელი ნედლეული და მასალა სჭირდება და რა რაოდენობით, აქვე შეიძლება განისაზღვროს წარმოებისათვის (როგორც აწყობა ისე დაშლა) საჭირო სხვა დამატებითი ხარჯები და ტექნოლოგიური პროცესის აღწერა.
შესაძლებელია ერთიდაიგივე საქონლისთვის სხვადასხვა კალკულაციების შექმნა. აქვე შესაძლებელია მზა პროდუქციის გასაყიდი ფასის განსაზღვრა სავარაუდო თვითღირებულებისათვის ფასნამატის პროცენტის დამატების გათვალისწინებით. შემდგომში ეს კალკულაცია გამოიყენება წარმოების ოპერაციაში.

 Calculation


 უშუალოდ წარმოების ოპერაციის შექმნისას (როგორც აწყობის ასევე დაშლია) შესაძლებელია როგორც უკვე გამზადებული კალკულაციის არჩევა (რაც ავტომატურად შეავსებს მზა პროდუქციის წარმოებისთვის/დაშლისთვის საჭირო ნედლეულის და მასალების სიას თავისი რაოდენობებით და ერთეულებით და ასევე დამატებითი ხარჯებით), ასევე საწარმოებელი/დასაშლელი პროდუქციის არჩევა და მისი შესაბამისი ნედლეულის და ხარჯების მითითებაც. თუმცა კალკულაციის არჩევის შედეგად შევსებული ნედლეულის და დამატებითი ხარჯების ცვლილებაც არის შესაძლებელი. აქვე ეთითება თუ რომელ საწყობში უნდა იწარმოოს (აიწყოს/დაიშალოს) მზა პროდუქცია და რომელი საწყობებიდან ჩამოიწეროს/შეიქმნას ნედლეული. ასევე შესაძლებელია რამოდენიმე საქონლის ერთდროულად წარმოება (აწყობა/დაშლა).
წარმოების შედეგების ნახვა შესაძლებელია ნაშთებში/ ბრუნვით უწყისის შესაბამის სვეტებში და ასევე საქონლის ბარათში. ანალიზის განყოფილებაში ასევე გათვალისწინებულია წარმოებული საქონლის და მასალების უწყისები.
შესაძლებელია გარკვეული პერიოდის შემდეგ აწყობის/დაშლის ოპერაციებზე არაპრიდაპირი ხარჯების ავტომატური გადანაწილების ოპერაციის გაშვებაც, რაც გამოიწვევს არაპირდაპირი ხარჯების გადანაწილებას წარმოებულ პროდუქციაზე (როგორც აწყობა ისე დაშლა)

 Manufacturing






 

 

თანხების შემოსვლა/გასვლები; კონვერტაცია/კონვერსიის ოპერაცია; ვალის გაქვითვა

დარიექსში შესაძლებელია ფულადი სახსრების აღრიცხვა, რაც გულისხმობს მომწოდებლებთან და მყიდველებთან (ან სხვა ანგარიშვალდებულ პირებთან) ფინანსური ოპერაციების წარმოებას. საქონლის შეძენის, გაყიდულის დაბრუნების თუ სხვა ოპერაციების შესრულებას ხშირად თან სდევს თანხის მოძრაობაც სალარო ანგარიშებზე ან საბანკო ანგარიშებზე. დარიექსში გათვალისწინებულია ასეთ ოპერაციებზე (შეძენა, გაყიდვა, დაბრუნება, ინვისის ხარჯის დადება და ა.შ.) ავტომატური ანგარიშსწორების ოპერაციები (თუ ასეთი არსებობს). ასევე შესაძლებელია ანგარიშსწორება მოხდეს მოგვიანებით (სხვა თარიღში), ამისათვის გათვალისწინებულია სპეციალური ოპერაციები. შეგიძლიათ დაბეჭდოთ სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები. ანგარიშსწორებისას შესაძლებელია ვალუტის მითითებაც. ხოლო ანალიზის განყოფილებაში ნახავთ მომწოდებლების და მყიდველების ვალების უწყისს, ბრუნვით უწყისს და ბარათს, ასევე სალაროს და ბანკის ანგარიშების ნაშთებს, ბრუნვებს და ბარათს.

Payment

 დარიექსში არის ასევე კონვერტაცია/კონვერსიის და ვალის გაქვითვის ოპერაციები. პირველი გამოიყენება ფულის ერთი საცავიდან მეორეში გადატანისთვის (მაგალითად ერთი სალაროდან მეორეში,  ერთი საბანკო ანგარიშიდან მეორეში ან სალაროდან ბანკში ან პირიქით) და ასევე ერთი ვალუტიდან მეორეში კონვერტაციისას. ხოლო ვალის გაქვითვა გამოიყენება ორანიზაციებისადმი ვალის ხელოვნურად კორექტირებისათვის.

Convert

 


 

 




დისტრიბუცია

დარიექსში გათვალისწინებულია დისტრიბუციის მოდულიც რაც მოიცავს შემდეგს:
დისტრიბუტორების სია (რომელსაც მიბმული აქვს საწყობი(ბორტი), სალარო, სატრანსპორტო საშუალება, მძღოლი);
Distributor

გაყიდვის/დაბრუნების და ანგარიშსწორების ოპერაციებზე დისტრიბუტორის მიბმა;
მყიდველების სასტარტო ნაშთები დისტრიბუტორების მიხედვით;
დისტრიბუტორის მიხედვით ფინანსური ბრუნვები ორგანიზაციების ჭრილში;
დისტრიბუტორის პანელი (საქონლის მოსახერხებელი არჩევისათვის, მყიდველი ორგანიზაციის მიბმისათვის, ანგარიშსწორებისათვის, სალარო აპარატზე ჩეკის დაბეჭდვისათვის, შტრიხ–კოდ სკანერის გამოყენებისათვის, ქვე–ზედნადების ატვირთვისათვის და შედეგების ნახვისათვის აწყობილ ერგონომიული ეკრანი)

 MainWaybill

დისტრიბუტორების მყიდველების და საქონლის მიხედვით მითითებულ პერიოდში დაჯგუფებული გაყიდვა/დაბრუნებების უწყისი

Dist Customer Item Report 


 

 

 


 

აღწერის ოპერაცია

აღწერის ოპერაცია გამოიყენება პროგრამაში არსებული ნაშთის რეალურად დათვლილ ნაშთთან შესადარებლად და სურვილისამებრ გასასწორებლად. ამ ოპერაციის შესრულებისას დგინდება სხვაობა (მეტობა ან ნაკლებობა) პროგრამის და რეალურ (ფაქტიურ) ნაშთს შორის, რაც შეგვიძლია უბრალოდ დავაფიქსიროთ და შევინახოთ როგორც ინფორმაცია. თუმცა, ასევე არის შესაძლებელი ავტომატურად დანაკლისი გაუშვათ როგორც გაყიდული, ხოლო მეტობა როგორც შემოსვლა (ინვენტარიზაცია), რაც შესაბამისად შეასრულებს გაყიდვის/შემოსვლა (ინვენტარიზაციის) ოპერაციას სხვაობის/მეტობის რაოდენობით და გაასწორებს ნაშთს. 

 Inventory


 

 

 

 

 

უარყოფითი ნაშთის კონტროლი

საქონლის ნაშთის უარყოფით მნიშვნელობაზე გასვლისას (ანუ როდესაც ვყიდით საქონელს რომლის რაოდენობაც არ გვაქვს) პროგრამას შეუძლია იმოქმედოს სხვადასხვანაირად. კერძოდ შესაძლებელია, გარკვეული სიტუაციის გათვალისწინებით დაუშვათ პროგრამაში უარყოფით ნაშთზე გასვლა, ხოლო ზოგჯერ შეგვიძლია ეს შევზღუდოთ. ასევე შესაძლებელია უარყოფითი ნაშთის კონტროლი ჩაურთოთ/გამოურთოთ კონკრეტულ საწყობებს (რაც ნიშნავს რომ ნაშთის გაკონტროლება მოხდება ამა თუ იმ საწყობში ინდივიდუალურად) ან კონკრეტულ საქონელს (იმოქმედებს იმ შემთხვევაში თუ გლობალური კონტროლი და საწყობზე კონტროლი გამორთულია).
CheckMinusBalance

 ასევე შესაძლებელია კონკრეტულ მომხმარებელს მივცეთ უფლება რომ შეეძლოს უარყოფითი ნაშთით ოპერაციის შესრულება.
MessageMinusBalance


 

 

 

 

საქონლის აღრიცხვა სერიებით

პროგრამის პარამეტრებში შესაბამისი მოსანიშნის ჩართვის შემდეგ შესაძლებელი ხდება საქონლის აღრიცხვა სერიების მიხედვით. ეს საშუალებას გვაძლევს ერთი საქონელი გვქონდეს სხვადასხვა სერიის მაგალითად სხვადასხვა ვარგისიანობის ვადის. რაც ნიშნავს რომ საქონლის ნაშთის აღრიცხვა მოხდება სერიებით, ანუ საქონლის ყველა სერიას ექნება თავისი ნაშთი. შესაბამისად ყველა სასაქონლო ოპერაციაში საჭირო იქნება სერიის მითითება. მაგალითად შეძენაში შეგიძლიათ მიუთითოთ ახალი სერია (რომელსაც პროგრამა შემდეგ თვითონ შექმნის) ან აირჩიოთ არსებული (თუ იგივე სერიის საქონელს იძენთ), ხოლო გაყიდვის (ან ჩამოწერის ან გადატანის და ა.შ.) შემთხვევაში პროგრამა თვითონ გაგიმზადებთ სერიას ნაშთის მქონე პირველი შემხვედრი სერიის სახით (FEFO First Ended, First Out). 

ItemSeries

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში კი პროგრამა საქონელს არ გაგაყიდინებთ და გამოვა შესაბამისი შეტყობინება
DateExpire
ნაშთების უწყისში არის მოსანიშნი "საქონელი სერიების მიხედვით", რომელიც აჩვენებს ნაშთებს დეტალურად უკვე სერიების მიხედვით. ასევე გათვალისწინებულია სპეციალური ანალიზური უწყისი "გაყიდული საქონლის ვარგისიანობის ვადის ამოწურვის უწყისი", რომელიც გვიჩვენებს მითითებულ პერიოდში რომელ გაყიდულ საქონელს როდის ეწურება ვარგისიანობის ვადა (მოსახერხებელია დისტრიბუციისას იმის დასადგენად მომხმარებელთან არსებულ ჩვენ საქონელს ხომ არ ეწურება ვადა, რომ მოხდეს მისი ჩანაცვლება)








მარშრუტები
დარიექსს, დისტრიბუციის მოდულში გააჩნია მარშრუტების მხარდაჭერა. მარშრუტების სია წარმოადგენს იერარქიულ სქემას სადაც შესაძლებელია დისტრიბუტორების (და არა მარტო) მოძრაობის მარშრუტების აღწერა. რეგიონების, ქალაქების, უბნების და ა.შ. ნებისმიერი დეტალიზაციის დონეზე. ამ იერარქიის ბოლო დონეს წარმოადგენს ორგანიზაცია (ან მისი სავაჭრო წერტილი/მისამართი). ამ ღია სტრუქტურის გამოყენებით შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის სქემის აღწერა და შემდგომში შეცვლაც (გადაწყობა). შემდგომში შესაძლებელია ამ აწყობილი მარშრუტების მიბმა მძღოლებზე, შეკვეთების დამუშავება (გაფილტვრა, შემდეგ დაბეჭდვა) არჩეული მძღოლის და შესაბამისი მარშრუტის მიხედვით და ა.შ. ასევე შესაძლებელია აწყობილი მარშრუტების მიხედვით სპეციალური უყისის ("საქონლის ბრუნვების მარშრუტების მიხედვით") ნახვა, სადაც მარშრუტის იერარქიის თითოეულ დონეზე ხდება საქონლის გაყიდული და დაბრუნებული რაოდენობების და თანხების აჯამვა.
Routes

 


 







პასუხისმგებლის მიბმა ოპერაციებზე და სხვადასხვა ცხრილებზე

შესაძლებელია თანამშრომლის (პასუხისმგებელი) მიბმა ნებისმიერ ოპერაციაზე, ასევე საქონელზე, ორგანიზაციაზე, საწყობზე შემდგომში ანალიზის, ძიების, დაჯგუფების მიზნით.

Employees



 

 

 

 

 

ანალიზი/შედეგები

დარიექსში წარმოდგენილია ანალიზის მრავალფეროვანი საშუალებები დაყოფილი შესაბამისი კატეგორიების მიხედვით. ესენია: საქონელი, სალარო, ბანკი, მომწოდებელები, მყიდველები, დისტრიბუტორები და ა.შ. თვითოეული შეიცავს მინიმუმ ნაშთებს, ბრუნვებს და ბარათს. ასევე არის თითოეული ოპერაციის ანალიტიკური უწყისი. ყველა ეს უწყისი შეიცავს შედეგების სანახავი დიაპაზონის მითითების საშუალებას. 

TotalSaleReport

ჯამური გაყიდვები საქონლის მიხედვით 

PrimeCostAnalyse 
საქონლის თვითღირებულიების ანალიზი შემოსვლების მიხედვით


PrimeCostByIncome
შეძენების  მიხედვით თვითღირებულიების ანალიზი

Dashboard

 


 

 

 

 


ოპერაციების დამოწმების ფუნქცია

დარიექსში ნებისმიერ ოპერაციას შესაძლებელია მოვუნიშნოთ "დამოწმების" მოსანიშნი, რაც ნიშნავს რომ დამოწმებული ოპერაციის ვერც წაშლას და ვერც კორექტირებას ვერ შეძლებს ვერცერთი მომხმარებელი მანამდე სანამ შესაბამის ოპერაციას არ მოუხსნით დამოწმებას. დამოწმების მოხსნა/არ მოხსნის და ასვე ავტომატური დამოწმების მართვა ხდება შესაბამისი უფლებებით რომელიც ენიჭება მომხმარებელს
Confirm








 

მომხმარებლები და უფლებები

დარიქსში გათვალისწინებული მრავალი მომხმარებლის დამატების საშუალება. პროგრამაში შესვლა ხდება აუცილებლად რომელიმე მომხმარებლით. პროგრამას ავტომატურად მოჰყვება ერთი მომხმარებელი – ადმინისტრატორი, რომლის წაშლაც შეუძლებელია და მას გააჩნია მაქსიმალური უფლებები (ამ უფლებების შეზღუდვაც შეუძლებელია). პროგრამაში ყველა მომხმარებელს თავის ექაუნთით შესვლა ძალზედ მნიშვნელოვანია ვინაიდან მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი დადგინდეს თუ რომელმა მომხმარებელმა რა ოპერაცია შეასრულა და როდის, გარდა ამისა ასევე შესაძლებელია მომხმარებლებს შეუზღუდოთ პროგრამასთან მუშაობის უფლებები. 

Users


შეგიძლიათ ასევე ნახოთ მიმდინარე მომენტში თუ ვინ მუშაობს პროგრამასთან
ConnectedUsers

 
უფლებების აწყობა და მინიჭება მომხმარებელზე;
დარიექში შესაძლებელია აიწყოს ორი ტიპის უფლებები: ზოგადი (მენიუები, საოპერაციო პერიოდი, ფუნქციები) და ცხრილებზე მოქმედებების უფლებები და შემდეგ ეს უფლებები მიენიჭოს ნებისმიერ მომხმარებელს (გარდა ადმინისტრატორისა). ზოგად უფლებებში შედის: თუ რომელი მენიუები დაინახოს მომხმარებელმა, რა საოპერაციო პერიოდით იმუშაოს და ასევე სხვა ფუნქციების შეზღუდვა (როგორიცაა ბეჭდვის აკრძალვა, ექსპორტის აკრძალვა, ზედნადების/ანგარიშ–ფაქტურის ატვირთვის ან ჩამოტვირთვის აკრძალვა, სხვა მომხმარებლის მიერ შესრულებული ოპერაციების კორექტირების აკრძალვა და ა.შ.
გაითვალისწინეთ რომ ასევე შესაძლებელია რამოდენიმე აწყობილი უფლების მინიჭება ერთიდაიგივე მომხმარებლისთვის.
ცხრილების უფლებებში შედის: ნებისმიერი ცხრილის (ან სქემის, ან პროცედურის) წაკითხვის, დამატების, კორექტირების, წაშლის, აკრძალვა. ასევე კონკრეტულად რომელიმე ველების კორექტირების აკრძალვაც.


PermissionsMenu

PermissionsTable

 


 

 



 

ცვლილებების ჟურნალი

დარიექსში ყოველი მოქმედება რაც შეეხება ოპერაციებს და ძირითად ცხრილებს (საქონელი, ორგანიზაციები) ინახება მოქმედებების ჟურნალში. რომელმა მომხმარებელმა როდის, რა ოპერაცია გააკეთა (დაამატა, წაშლა, გააკორექტირა) შეგვიძლია ვანახოთ ამ ჟურნალის დახმარებით, აქვე ინახება ასევე იმ კომპიუტერის სახელი რომლიდანაც ეს მოქმედება შესრულდა. კორექტირების შემთხვევაში ინახება ყველა ის მნიშვნელობა რომელიც კორექტირებამდე იყო, ხოლო წაშლისას ინახება ყველა ველის მნიშვნელობა, ასე რომ შეგვიძლია დავადგინოთ თუ რა ოპერაცია წაიშალა.
Log

 

 

 

 

მონაცემების ექსელში ექსპორტი/ ექსელის შაბლონები

დარიექსიდან ნებისმიერ სიაში გათვალისწინებული ექსელში მონაცემების ექსპორტი ზუსტად ისეთი სახით როგორსაც უყურებთ დარიექსის სიებში და ეს ხდება ერთ ღილაკზე დაჭერით. 

ExportExcel

 თუმცა მხოლოდ ეს არაა. დარიექსში შესაძლებელია მონაცემების ექსელში გატანა წინასწარ აწყობილი შაბლონის მიხედვით. ეს ნიშნავს რომ ნებისმიერ სიაზე შესაძლებელია აწყობილი შაბლონის მიბმა და მონაცემების ექსელში გატანა შაბლონში აწყობილი სახით.

ExportExcel Template

 


 

 

 




მრავალენოვანი ინტერფეისი

პროგრამაში გათვალისწინებულია მრავალენოვანი ინტერფეისის მხარდაჭერა.
multiLanguage


 

 

 

 

შეტყობინებების მოქნილი სისტემა

პროგრამაში სხვადასხვა ეტაპზე და სიტუაციაში გამოდის შეტყობინებები რომლებიც ვიზუალურად საკმაო გასაგები და ეფექტურია და შესაბამისად მიზნად ისახავს მომხმარებლის მაქსიმალურ ინფორმატიულობას, იყენებს რა მდიდარ ვიზუალურ ელემენტებს

message1

message2

 


 

 

 

 

 

კოპირება და ჩასმა

დარიექსში გამოყენებულია უნიკალური ტექნოლოგია მონაცემების კოპირების და ჩასმის სხვა პროგრამიდან დარიექსში ან დარიექსის ერთი ეკრანიდან მეორეში. ეს ინსტრუმენტი საშუალებას გვაძლევს ექსელიდან (ან სხვა პროგრამიდან, ან თვითონ დარიექსის რომელიმე სიიდან) დარიექსის რომელიმე ოპერაციაში (მაგალითად შეძენა, გაყიდვა, შიდა გადაზიდვა, დაბრუნებები, ჩამოწერა და ასე შემდეგ) ან სიაში (მაგალითად სასაქონლო სია, მყიდველები, მომწოდებლები და ა.შ.) გადავიტანოთ მონაცემები მასიურად (მანამდე მარტივად დავამუშავოთ). ამ ინსტრუმენტის გამოყენებითვე ხდება სვეტების მინიჭება (ანუ წყაროს რომელი სვეტი დანიშნულების რომელ სვეტში წავიდეს). შესაძლებელია ასევე ეს ფუნქცია გამოვიყენოთ მონაცემების პაკეტური კორექტირებისთვის (თუ ჩასმისას მიუთითებთ იდენთიფიკატორ ველ(ებ)ს პროგრამა დამატების ნაცვლად მოძებნის ამ ველ(ებ)ით შესაბამის ჩანაწერებს და გააკორექტირებს, ხოლო თუ ვერ მოძებნის დაამატებს)

CopyPaste

 




 

 

 

 

სიებში ფილტრაციის ინსტრუმენტი

პროგრამის კიდევ ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს სიებში ფილტრაციის უნივერსალური ინსტრუმენტი, რითაც შესაძლებელია სიაში შემავალი ნებისმიერ სვეტით ფილტრის აწყობა ვიზუალურად. შემდეგ ამ ფილტრების დამახსოვრება (სახელის დარქმევით) და შემდგომში ამ ფილტრების ჩატვირთვა. ასევე გათვალისწინებული მონიშნული მნიშვნელობებით ავტომატური ფილტრის ფორმირების ფუნქცია.
FilterMenu

Filter

FilterManager

ფილტრის აწყობისას შეგვიძლია ნებისმიერ სვეტის მნიშვნელობას მიუყენოთ შემდეგი პირობები: უდრის, არ უდრის, იწყება, მთავრდება, შეიცავს, არ შეიცავს,  მეტია (რიცხვით და თარიღის ველებს), ნაკლებია (რიცხვით და თარიღის ველებს).

 


 

 

 

 

 

სიებში ძიების ინსტრუმენტი

ასევე გათვალისწინებული სიებში ძიების მოქნილი ინსტრუმენტები. შესაძლებელია ძიება როგორც ცალკე ეკრანის გაღებით ასევე სიაში პირდაპირი ძიებით. შესაძლებელია ძიების მიმართულების მითითება, ასევე კონტქსტური ძიება,

 Find

DirectFind

InstantFind


 


 

 

 

 

ეკრანზე არსებული ნებისმიერი სიის ბეჭდვა

პროგრამაში გათვალისწინებულია ნებისმიერი სიის დაბეჭდვა სვეტების იმ თანმიმდევრობით და სიგანით როგორსაც ეკრანზე ხედავთ, ანუ ეკრანზე სიის სვეტების გამოჩენა/გაქრობით, გადაადგილებით და სიგანის რეგულირებით შესაძლებელია შესაბამისი რეპორტის მიღება ნაბეჭდი სახით. შესაძლებელია ასევე რეპორტის ორიენტაციის (Portrait, Landscape) მითითება. ნაბეჭდ ფორმაში ასევე გადის ჯამებიც (თუ ძირითად სიას გააჩნია იგი)

PrintPreviewAnyTable

 


 

 

 

სურათების მიბმა სხვადასხვა ცხრილებზე

შესაძლებელია სურათები მიებას სხვადასხვა სიებს: საქონლის, ორგანიზაციის, თანამშრომლის, სატრანსპორტო საშუალებების ჩანაწერებს, რაც წარმოადგენს ამათუიმ ჩანაწერის შემდგომში იდენთიფიცირებისთვის. სურათის მიბმა შეიძლება როგორც ფაილიდან, ასევე ვებ კამერიდან და კოპირების და ჩასმის გამოყენებითაც. (შესაძლებელია ასევე ბაზაში დამახსოვრებისას გამოსახულების სიგრძე/სიგანის მითითებაც)

 Picture







 

 

დოკუმენტების მიბმის ფუნქცია

შესაძლებელია ნებისმიერ ოპერაციას მივაბათ ნებისმიერი რაოდენობის დოკუმენტის ფაილი (Microsoft Excel–ის, Microsoft Word-ის, Portable Document Format (.PDF), ტექსტური ფორმატის .txt; .log, .HTML, .XML, გამოსახულების ფაილები .jpg;.Jpeg; .Tif; .Gif; .Bmp; .Png და ა.შ.). ეს დოკუმენტები ინახება მონაცემთა ბაზაში და მიყვება ბაზას ტრასპორტირებისას (ასლის აღება/აღდგენისას). 

 Attachment1

შესაძლებელია ამ დოკუმენტების ნახვა (როგორც დარიექსშივე წინასწარი ხედვის რეჟიმში, ასევე როგორც ცალკე ფაილი), წაშლა, ფაილად შენახვა, სხვა დოკუმენტით ჩანაცვლება.

Attachment2 

AttachableDocuments


 

 

 

 

 

სიებში კავშირებზე გასვლის ინსტრუმენტი

სიებში კავშირებზე გასვლა გულისხმობს ერთი სიიდან არჩეული ჩანაწერ(ებ)ის მიხედვით სხვა აზრობრივად დაკავშირებულ სიებზე გასვლას (როდესაც მონიშნული ჩანაწერის მიხედვით დაკავშირებულ სიაში ხდება ჩანაწერების გაფილტვრა და ისე გასვლა ამ სიებზე). მაგალითისთვის შეიძლება განვიხილოთ ნაშთების სია, სადაც არჩეული საქონლის ნაშთის წარმომავლობის დასადგენათ შეგვიძლია გამოვიყენოთ სწორედ ეს კავშირებზე გასვლა, ანუ თუ ეს ნაშთი გამოიწვია შეძენის, გაყიდვის და დაბრუნების ოპერაციამ ამას გვაჩვენებს ეს კავშირების მენიუ და შეგვიძლია იმ შესაბამი ოპერაციებზეც (პირველწყაროზე) გავიდეთ.

DrillDown

გაითვალისწინეთ რომ სხვადასხვა ეკრანებში კავშირების მენიუს ქვეშ სხვადასხვა ქვემენიუები ჩამოიშლება იმისდა მიხედვით თუ რა სიაზე ვდგავართ.


 

 

 

 

 

სიებში სტილის აწყობის და დამახსოვრება/ჩატვირთვის ინსტრუმენტი

თითეულ სიას დარიექსში გააჩნია თავისი სტილი რომელსაც პროგრამა იმახსოვრებს ეკრანის დახურვისას და შემდეგში გახსნისას უკან ჩატვირთავს. სტილში იგულისხმება სიაში სვეტების თანმიმდევრობა, მათი გამოჩენა/გაქრობის მდგომარეობა, ფიქსირება, სვეტის სიგანე, მნიშვნელობის მიჯრა, ფონტი (დასახელება, ზომა. სტილი), ფორმატი, ფერები ( სახის, მონიშნული სახის, ფონის და მონიშნული ფონის) და ა.შ.
სტილი ენიჭება არამარტო სვეტებს არამედ სტრიქონების ქუდს, სვეტების ქუდს და ალტერნატიულ ჩანაწერებსაც.

 Style

 


 

 

 

 

 

 

სიებში ექსპორტ/იმპორტის (xml) ინსტრუმენტი

დარიექსში ასევე ჩადებულია მონაცემების (ძირითადად რთული ოპერაციების) ექსპორტი/იმპორტი xml ფორმატში. შესაძლებელია მონიშნული ჩანაწერები გავაექსპორტოთ როგორც ფაილში (მაგალითად სხვა კომპიუტერზე იმპორტისათვის) ისე მეხსიერებაში.

 export import

 


 

 

 

 

 

სხვადასხვა ბაზებთან მუშაობის შესაძლებლობა. ბაზების სიის მართვა

ბაზების სიის აწყობის შესაძლებლობა; 
ახალი ბაზის გახსნა;
არსებულ ბაზასთან დაკავშირება;ჩამონათვალში დროებით დამალვა; 
ბაზისთვის კომენტარის მითითების საშუალება; 
მითითებული სერვერიდან ყველა არსებული ბაზის კავშირის შექმნის შესაძლებლობა;
Connections


 









პროგრამის განახლება ინტერნეტიდან (ახალი ვერსიის გადმოწერა და დაყენება)

 ვინაიდან პროგრამა განიცდის მუდმივ განვითარებას და შესაბამისად კომპანია დარიექსი რეგულარულად უშვებს ახალ ვერსიებს ახალი ფუნქციებით და არსებულის დახვეწის გამო, ამიტომ მომხმარებელმა სასურველია რომ განაახლოს პროგრამა შეძლებისდაგვარად მითუმეტეს რომ ამისათვის იზრუნა კომპანია დარიექსმა და პროგრამის განახლება ძალზედ გაამარტივა და შედეგად მივიღეთ რომ პროგრამა ერთი ღილაკის დაჭერით აკეთებს ინტერნეტიდან ახალი ვერსიის მოქაჩვას და დაყენებასაც. (თუმცა ასევე შესაძლებელია პროგრამის განახლება ისეთ კომპიუტერებზე სადაც ინტერნეტი არაა, ეს ხდება დარიექსის საიტიდან ხელით განახლების პაკეტის მოქაჩვით შემდეგ შესაბამის კომპიუტერზე რომელიმე ინფორმაციის მატერებლით გადაწერით და იქ დაინსტალირებით)

Upgrade1

Upgrade2


 

 


 

ასლის აღება/აღდგენა (ისტორია)
დარიექსში გათვალისწინებლია ასლის აღების და აღდგენის მოქნილი ინსტრუმენტები. პროგრამასთან მუშაობისას აუცილებელია რეგულარულად აიღოთ მონაცემების ასლები, რათა თავიდან აიცილოთ მონაცემების დაკარგვის საშიშროება. ვინაიდან შესაძლოა სხვადასხვა გარე სუბიექტური მიზეზების გამო (ვირუსი, ოპერაციული სისტემის დაზიანება, კომპიუტერის დაზიანება და ა.შ.) მონაცემები დაზიანდეს ან დაიკარგოს, აუცილებელია რომ მონაცემების ასლი შეინახოთ რაიმე გარე მოწყობილობაზე ან სხვა კომპიუტერზე. ასლის აღება და აღდგენა დარიექსში ძალზედ მარტივადაა გადაწყვეტილი და არ მოითხოვს მომხმარებლისაგან განსაკუთრებულ ცოდნას. პროგრამაში ასევე არის ასლის აღების და აღდგენის ისტორიის ნახვის შესაძლებლობა.


backup

Restore

BackupRestoreHistory









 

კვალიფიციური ოპერატიული ტექნიკური დახმარება

კომპანია დარიექსი პროგრამულ პროდუქტთან ერთად გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ ტექნიკურ დახმარებას. ეს შეიძლება იყოს მოშორებული დახმარება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, ან დახმარება ტელეფონით, ან ელ.ფოსტით, ან ადგილზე მისვლით.

Support

 






 




 

 



 

 

 

 

 

 

 

 

დამატებითი თვისებები

დამატებითი თვისებების გამოყენებით შესაძლებელია თქვენთვის სასურველი და საჭირო ინფორმაცია დაამატოთ და შეინახოთ დარიექსის ძირითად მონაცემებთან ერთად. ამით გეძლევათ შესაძლებლობა საქონლის, ორგანიზაციების, თანამშრომლების, დისტრიბუტორების, პიროვნებების, მარშრუტების, ვალუტების, საწყობების და ა.შ. სიებს, ასევე სხვადასხვა ოპერაციების სიებს დაუმატოთ სასურველი "დამატებითი თვისებები" და შემდეგ ეს თვისებები შეავსოთ სასურველი მნიშვნელობებით (რიცხვითი, თარიღის, სიმბოლური, ლოგიკური, სია)

 

 

საქონლის ეტიკეტების ბეჭდვა 

 

ელექტრონული სასწორების მხარდაჭერა 

 

სტატისტიკის ზოლი სიებში

ფასდაკლების (დაგროვებადი) ბარათების მხარდაჭერა 

საქონელზე ინდივიდუალურად არჩეული ვალუტის მიხედვით მეორე თვითღირებულების აღრიცხვა  

Offline მონაცემთა ბაზის მხარდაჭერა