დარიექსი ანდროიდისთვის

1. მრავალი დამოუკიდებელი ბაზის (შეუზღუდავი რაოდენობით) მხარდაჭერა;

2. ავტორიზაცია პროგრამის გაშვებისას (მომხმარებლით და პაროლით) (მომხმარებელების სია დარიექსი Windows–სთვის ბაზიდან);

3. მონაცემების გაცვლა სერვერთან დარიექსის ვებ–სერვისის გამოყენებით (კავშირი ინტერნეტით ან Wifi-ით);

4. კავშირი ვებ–სერვისთან ორი სხვადასხვა მარშრუტის საშუალებით (ინტერნეტი/ლოკალური ქსელი);

5. ორენოვანი (ქართული, ინგლისური) ინტერფეისი;

6. ოპერაციები: მყიდველის შეკვეთა, გაყიდვა, გაყიდულის დაბრუნება, სალაროს შემოსავალი, სალაროს გასაველი, აღწერა/ინვენტარიზაცია;

7. ორგანიზაციის/სავაჭრო წერტილის დამატების და შემდგომ სერვერთან სინქრონიზაციისას დარიექსის Windows–სთვის ბაზაში ჩამატებით 

8. ორგანიზაციებზე სურათის (ლოგო) და საქონელზე მისი გამოსახულების მიბმის საშუალება (შემდგომში სიებში საჩვენებლად ორგანიზაციის/საქონლის ვიზუალური იდენთიფიკაციისთვის);

9. ოპერაციებში ორგანიზაციის არჩევისას ავტომატურად (ასინქრონულ რეჟიმში) ორგანიზაციის ვალის გამოტანა;

10. ახალი ოპერაციის დამატებისას თარიღის და დროის სერვერიდან აღების შესაძლებლობა (თუ ჩართულია შესაბამისი ოფცია);

11. გაყიდვისას და გაყიდულის დაბრუნებისას შემოსავლების სამსახურის პორტალზე ელ.ზედნადების ატვირთვის შესაძლებლობა;

12. გაყიდულის დაბრუნების ეკრანში საქონლის არჩევისას შესაძლებელია მყიდველთან დარჩენილი ნაშთის ჩვენება (გაყიდული, დაბრუნებული, დარჩენილი რაოდენობების ეკრანი) (ეს ეკრანი გამოდის საქონლის არსებული ნაშთი ველზე დიდხანს <long click> დაჭერით);

13. ორგანიზაციის და საქონლის ბარათები დეტალური თუ ჯამური ინფორმაციით. დაკავშირებული ოპერაციების ჩამონათვალით და ამ ოპერაციებზე გასვლის საშუალებით (დეტალიზაცია/ჩაბურღვა);

14. მოწყობილობის კამერის გამოყენებით გადაღებული სურათ(ებ)ის (ოპერაციის ეკრანიდან) მიბმა ოპერაციებზე (კომენტარის მითითების თანხლებით) და მათი სერვერზე ოპერაციასთან ერთად გაგზავნა სინქრონიზაციის დროს;

15. კავშირის პარამეტრების შენახვის და შემდგომ სხვა მოწყობილობაზე ჩატვირთვის შესაძლებლობა კომპანიის gmail ექაუნთის გამოყენებით;

16. შტრიხკოდების წაკითხვის მხარდაჭერა მოწყობილობაში ინტეგრირებული კამერის დახმარებით (ინვენტარიზაციის ოპერაციის გასამარტივებლად, ასევე მხარდაჭერილია შტრიკოდების სკანირებით საქონლის არჩევა გაყიდვის ოპერაციაში);

17. შესრულებული ოპერაციების ნახვის, კორექტირების, წაშლის, ფილტრაციის შესაძლებლობა;

18. ორგანიზაციების სიიდან არჩეული ორგანიზაციის ტელეფონზე (თუ ასეთი აქვს მითითებული) პირდაპირ დარეკვა;

19. ანალიზის უწყისები: შეკვეთების, გაყიდვების, დაბრუნებების საქონლის და ორგანიზაციების მიხედვით (მითითებულ პერიოდში); სალაროს შემოსავლის და გასავლის ანალიზი (მითითებულ პერიოდში); ორგანიზაციების ვალების ანალიზი (გრაფიკულად); ყოველდღიური გაყიდვების (მითითებულ პერიოდში) ანალიზი გრაფიკულად;

20. ორგანიზაციებზე მისი მისამართების (გრძედი/განედი) მიბმის საშუალება ვიზუალურად პირდაპირ რუქაზე. ანალიზის ეკრანი: "მყიდველების მისამართები (რუქა)" სადაც ყველა ორგანიზაციის მისამართი ერთდროულად ჩანს რუქაზე;

21. სიებში (ანალიზის, ოპერაციების და სხვა) ბოლოში ჩანაწერების რაოდენობის და ჯამების (თუ ასეთი არსებობს) ჩვენება;

22. გაყიდვის და შეკვეთის ოპერაციებში საქონლის გასაყიდი ფასის შეცვლის შესაძლებლობა (თუ ამის უფლება დაშვებულია), ასევე პროცენტული ფასდაკლება როგორც თითოეულ საქონელზე ასევე მთლიან გაყიდვის ან შეკვეთის ოპერაციებზე.

23. მონაცემების ასლის აღდგენა/აღების ფუნქცია;

24. პროგრამის მიერ გაუთვალისწინებელი შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ერთ ღილაკზე დაჭერით პროგრამის მწარმოებელთან შეცდომის აღწერის გაგზავნის ფუნქცია

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეო გაკვეთილების სარჩევი
(ვიდეო გაკვეთილებში განმარტებების წასაკითხად შეგიძლიათ ვიდეოს დროებით შეჩერება და შემდგომ გაგრძელება)

#01. დარიექსი ანდროიდისთვის - ოპერაციები
#02. დარიექსი ანდროიდისთვის – ახალი ბაზის გახსნა და სინქრონიზაცია
#03. დარიექსი ანდროიდისთვის – სინქრონიზაცია
#04. დარიექსი ანდროიდისთვის – ელ.ზედნადების ატვირთვა
#05. დარიექსი ანდროიდისთვის – საქონლის აღწერა/ინვენტარიზაცია
#06. დარიექსი ანდროიდისთვის – საქონლის/ორგანიზაციის ბარათები; სხვადასხვა ინსტრუმენტები
#07. დარიექსი ანდროიდისთვის – ანგარიშგებები, ანალიზი



 #01 ოპერაციები.



 #02 ახალი ბაზის გახსნა და სინქრონიზაცია.



 #03 სინქრონიზაცია.



 #04 ელ.ზედნადების ატვირთვა.



 #05 საქონლის აღწერა/ინვენტარიზაცია.



 #06 საქონლის/ორგანიზაციის ბარათები; სხვადასხვა ინსტრუმენტები.



 #07 ანგარიშგებები, ანალიზი.